საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. დღეს, დელეგაციის წევრები, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, აარი ლემიკის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ. მათ შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J5 დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები