თბილისის მერიამ ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუნარჩუნა

ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (ე.წ ზონალური საბჭო) ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელა და საკუთარი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – სკვერს სტატუსი შეუნარჩუნდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა განაცხადა, საბჭომ ხელახლა განიხილა და ძალაში დატოვა ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ უკვე მიღებული იყო. ნინა ხატისკაცის განცხადებით, საბჭომ რეკომენდაცია მისცა საკრებულოს, დაუბრუნდეს ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განვითარდეს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მხოლოდ სარეკრეაციო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი და იქ შენობები არ აშენდება. საბჭოს რეკომენდაცია საკრებულოს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს“, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები