დავით ნარმანიამ ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრა

დონეცკის ოლქში, ქალაქ ვოლნოვახში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების გამო, თბილისის მერი დავით ნარმანია უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. დედაქალაქის მერი დღეს საქართველოში უკრაინის საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„უდანაშაულო ადამიანების მიმართ ანგარიშსწორება უდიდესი დანაშაულია და ამას ერთად უნდა აღვუდგეთ წინ. ქართველი ხალხი ყოველთვის თქვენს გვერდითაა. მინდა მოგისამძიმროთ და დაგიდასტუროთ გვერდში დგომა“ – ნათქვამია სამძიმრის ჩანაწერში.
13 იანვარს ქალაქ ვოლნოვახში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები