აშშ -ს საელჩო საქართველოში „ოსკარის“ ნომინანტთა შორის „მანდარინების” დასახელებას ეხმაურება
აშშ-ს საელჩო რეჟისორ ზაზა ურუშაძეს ულოცავს „მანდარინების“ ოსკარის ნომინაციას საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში დასახელებას! – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, რომელსაც თან ერთვის ბმული, სადაც „ოსკარის“ ნომინანტთა შორის ინფორმაციაა განთავსებული. „ვულოცავთ ზაზა ურუშაძის ფილმს „მანდარინები“ ოსკარის ნომინაციას საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში!“, – ნათქვამია საელჩოს მილოცვაში. ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში „ოსკარზე“ ნომინირებულთა შორის დღეს დასახელდა. მასთან ერთად უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში დასახელდნენ: „იდა“ პოლონეთიდან, „ლევიათანი“ რუსეთიდან, „ტიმბუკტუ“ მავრიკიადან და „ველური ისტორიები“ არგენტინიდან. “მანდარინები” ქართულ-ესტონური პროექტია და „ოსკარზე“ ის ესტონეთის სახელით არის წარგენილი.