“ვულოცავ საქართველოსა და ესტონეთს ფილმ “მანდარინების” “ოსკარზე” წარდგენას”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ოსკარზე” წარსადგენ ნომინანტთა შორის ფილმ “მანდარინების” დასახელებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა. “ვულოცავ საქართველოსა და ესტონეთს ფილმ “მანდარინების” “ოსკარზე” წარდგენას, რომლის რეჟისორიც არის ზაზა ურუშაძე”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი “ტვიტერზე”.
“ოსკარზე” წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის “მანდარინები” დასახელდა. ფილმი “ოსკარის” 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი.
“ოსკარით” დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები