გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოს დანაგვიანებისთვის დაწესებული გამკაცრებული ჯარიმების ნუსხას ავრცელებს
გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებული ჯარიმების და სანქციების შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანონის მიხედვით, ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი 5 000 ლარით განისაზღვრა.
დღეიდან გარემოს დანაგვიანება დაისჯება: 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით დაისჯება; საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა-ნაგებობებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება – 100 ლარი; ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება – ჯარიმდება მძღოლი 120 ლარით; საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება – ჯარიმდება დამრღვევი 120 ლარით; ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) -150 ლარი; ხუთი ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავების გარდა) – 500 ლარი; 2 კგ-მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 100 ლარი; 2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – ფიზიკური პირი – 150 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარი; 1 მ3-ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება -ფიზ. პირი – 300 ლარი, ხოლო იურდიული პირი – 1000 ლარი; დიდი მოცულობის ნარჩენებით (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო და ელექტროტექნიკური დანადგარების, სამშენებლო დანადგარებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების) გარემოს დანაგვიანება: ფიზიკური პირი – 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 1500 ლარი; 1 მ3-მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება: ფიზიკური პირი- 200 ლარი, ხოლო
იურიდიული პირი – 500 ლარი; 1 მ3 ან მეტი მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – ფიზიკური პირი – 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 1500 ლარი; ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება (ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას) -50 ლარი;
ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ-მდე ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) გარემოს დანაგვიანება: ფიზიკური პირის – 150 ლარი, ხოლო იურიდიულო პირის – 500 ლარი;
ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ. ან მეტი ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) გარემოს დანაგვიანება: ფიზიკური პირი – 300 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარი;
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის ნარჩენების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში – 200 ლარი; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის საბურავების, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში – 500 ლარი; სახიფათო ნარჩენების ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში ან ზედაპირულ ან მიწისქვეშა წყლებში:
ფიზიკური პირი – 400 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარი;
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ტიპის ქმედება, ნარჩენების შეგროვებისთვის გამოყოფილი კონტეინერების გარეთ: ფიზიკური პირი – 400 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარი;
არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას არასახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება: ფიზიკური პირი – 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 400 ლარი; სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება: ფიზიკური პირი – 350 ლარი, ხოლო იურიდიული პირი – 800 ლარი; სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელება სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე – 200 ლარი; სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ – ფიზიკური პირი – 500, ხოლო იურიდიული პირი -1500; 20კგ-ზე ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე: ფიზიკური პირი – 200, ხოლო იურიდიული პირი – 300; 20კგ-ზე მეტი ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე: ფიზიკური პირი-550; იურიდიული პირი – 1500; მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის მიერ ნარჩენების მართვის გეგემის მიუწოდებლობა – 200 ლარი; კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 250 ლარი.