შს მინისტრის მოადგილე შვეიცარიისა და საბერძნეთის ელჩებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილემ შვეიცარიის ელჩთან სამინისტროს ინიციატივები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. საუბარი შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხრიდან დახმარებას, საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროექტს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანებს შეეხო. არჩილ თალაკვაძემ სამინისტროს იმ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დანაშაულის პრევენციას, სამინისტროს ანგარიშვალდებულების გაზრდას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას უკავშირდება. საუბარი ასევე შეეხო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მინისტრის დირექტივას და დაგეგმილ აქტივობებს.
მინისტრის მოადგილემ საბერძნეთის ელჩ ელეფტერიოს პროიოსთან შეხვედრისას მიგრაციის საკითხებზე, სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და პროექტებზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე კრიმინალთან ბრძოლის კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები