გიორგი მარგველაშვილი, ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო, უკრაინელ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო, უკრაინელ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის.
“შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში დატრიალებული საშინელი ტრაგედიით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ყოვლად აღმაშფოთებელია და მას არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს. საქართველომ კარგად იცის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ფასი. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ვიზიარებთ მოძმე უკრაინელი ხალხის ტკივილს. ამ განსაცდელის ჟამს მინდა გისურვოთ გამძლეობა, სიმტკიცე და მშვიდობა. გთხოვთ, ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს დონეცკის ოლქში სამგზავრო ავტობუსს ჭურვი ესროლეს, რა დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები