თამარ კორძაია პარლამენტში მარგველაშვილის გამოსვლას უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს
უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა წლის განმავლობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
“ვინ როგორ გადაწყვეტს საკუთარი ქმედებით პატივის გამოხატვას, ეს ინდივიდუალური საკითხია. ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებილება, როცა სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსადალი გამოდის ასევე კონსტიტუციური ორგანოს წინაშე, ეს არის კონსტიტუციური რანგის და მნიშვნელობის ღონისძიება”, – აცხადებს თამარ კორძაია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში სავარაუდოდ თებერვლის თვეში მოხდება.