სასწრაფოდ: ზვიად გამსახურდიას მანქანა აზერბაიჯანში 32 000 დოლარად იყიდება

მანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე: myauto. Ge 2015 წლის 1 იანვარს მსუბუქი ავტომობილის MERCEDES-BENZ-ის გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ავტომანქანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილი მანქანაა და იგი 32 000 დოლარად არის შეფასებული.
„კვირას“ ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს წევრმა ნემო ბურჭულაძემ განუცხადა, რომ ლურჯი ფერის „მერსედესი“ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, მართლაც, ემსახურებოდა, თუმცა აღნიშნული ავტომობილი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა.
„ბატონ ზვიადს ჰყავდა MERCEDES-BENZ-ის ავტომობილი, რომელიც სახელმწიფოსი იყო და პრეზიდენტობის პერიოდში მას ემსახურებოდა. მაგრამ უშუალოდ ზვიადის მანქანა არ ყოფილა. ალბათ, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ხან ვის ჰყავდა და ხან ვის,- ამაზე არაფერი არ გამიგია. დაჯავშნული მანქანა იყო, კი, ნამდვილად ჰყავდა პრეზიდენტს. ეს მანქანა ზვიადს 1991 წლებში ემსახურებოდა. როდესაც ჩვენ გაგვაძევეს, ის სახელმწიფოს დარჩა. შემდეგ ამბობდნენ, რომ თბილისში ამ მანქანით ვიღაცა დადიოდა და ჭორები ვრცელდებოდა“, – განუცხადა „კვირას“ ნემო ბურჭულაძემ.
„კვირა“ ამ საკითხზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლეს მანანა არჩვაძე – გამსახურდიას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა.
„კვირამ” ინფორმაციის გადასამოწმებლად ზვიად გამსახურდიას ვაჟს, ცოტნე გამსახურდიასაც მიმართა. მისი თქმით, ამ დროისთვის მანქანა კვალის არევის მიზნით აზერბაიჯანშია.
„ჰო, ეს ის მანქანაა. როგორც ვიცი, განცხადების დამდები ამბობს, რომ მანქანა აზერბაიჯანშია. ეტყობა, ეშინიათ გამოჩენა, რადგან ვერ ახსნიან, საიდან ჰყავთ. ასე უთხრეს ერთ ნაცნობს, როცა დარეკა მანდ მითითებულ ტელეფონზე. მე არ ვიცი და არც მჯერა. ასე ამბობენ უბრალოდ კვალის ასარევად“, – განუცხადა „კვირას“ ცოტნე გამსახურდიამ.
„კვირამ“ აღნიშნულ ვებგვერდზე განცხადების განმთავსებელიც მიაგნო, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

მარიამ ლომინაძე

10866705_842333992479154_1851144211_n

10904640_842333989145821_59921332_n

10928638_842333999145820_47072283_n

10933252_842334009145819_117652669_n

10933364_842334005812486_983552276_n

10937636_842334002479153_2112285201_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები