ავთანდილ ბერიძე: ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საქართველოში იქნება, ამის პირობას მე გაძლევთ
ზღვისპირა ქალაქისთვის სასტუმრო უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც მთავრობის სხდომაზე დასასწრებად მივიდა.
„ზღვისპირა ქალაქისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი სასტუმრო გახლავთ. ძალიან დიდი და ძალიან კარგი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი აუცილებლად იქნება საქართველოში. ამის პირობას მე გაძლევთ”, – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.