თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. კომპანია “თელასის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის მოსახლეობას. ელექტროენერგიის შეზღუდვა ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებს უკავშირდება.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონის ლეონიძის, ინგოროყვას, ლერმონტოვის და ქიქოძის ქუჩების აბონენტებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.