საგარეო საქმეთა სამინისტრო ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვოლნოვახში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო დაღუპული ადამიანებს ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს 2015 წლის 13 იანვარს, უკრაინის დონეცკის ოლქში, ქალაქ ვოლნოვახში, ჭურვის აფეთქების შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. აღნიშნული ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების უპირობო შესრულებას უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები