„ჩემთვის საქართველო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა“
ჩემთვის საქართველო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც ტურისტებს ყველა მომსახურებას და შესაძლებლობას სთავაზობს, – ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთმა განაცხადა.
როგორც ელჩმა ლიკანში, “რიქსოსის” 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის გახსნაზე აღნიშნა, ეს ინვესტიცია აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს ნათელი მომავალი, რომელშიც საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებას სურს, მონაწილეობა მიიღოს.
მისივე თქმით, “გლობალური თურქული ბრენდის “რიქსოსის” საქართველოში შემოსვლით პოტენციალის სტიმულირება მოახდინა.
“გლობალური თურქული ბრენდი “რიქსოსი” შემოვიდა საქართველოში და უზარმაზარი პოტენციალის სტიმულირება მოახდინა. ეს არ არის ერთადერთი პროექტი – თბილისშიც გახსნიან კიდევ ერთ სასტუმროს და გააფართოებენ თურქულ აქტოვობას საქართველოში. ეს ყოველივე რამდენიმე რამეზე მიუთითებს – ეს არის ნდობა საქართველოს მომავლისადმი, ვინაიდან “რიქსოსი” არსად დებს ინვესტიციებს გაუაზრებლად. მიდის ქვეყნის შესაძლებლობების სრული ანალიზი და ეს ინვესტიცია აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს ნათელი მომავალი, რომელშიც საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებას სურს, მონაწილეობა მიიღოს. ასევე, ხაზგასმულია ტურიზმის პოტენციალი. ჩემთვის საქართველო გახლავთ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა, რომელიც ტურისტებს ყველ მომსახურებას და შესაძლებლობას სთავაზობს. დარწმუნებული იყავით, რომ “რიქსოსით” ბორჯომსა და თბილისში უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავთ”, – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.