“პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრების შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ ხდება”

დაესწრება თუ არა მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, ამაზე მთავრობის ერთიანი პროტოკოლური შეთანხმება მოხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ერთპიროვნული გადაწყვეტილება დასწრებაზე არ ხდება.
“პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ერთპიროვნული გადაწყვეტილება დასწრებაზე არ ხდება. მე ვფიქრობ, იქნება ერთიანი პროტოკოლური შეთანხმება მთავრობის მხრიდან და მოვიქცევით შესაბამისი შეთანხმებული პროტოკოლის მიხედვით”, – განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დაწყებისას მიდის. საგაზაფხული სესია 3 თებერვალს იხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები