ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, ტაავი რიივასის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ესტონელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები შედგა; გაიმართა ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმი. პრემიერ-მინისტრები, ქართულ-ესტონური ძალისხმევით, ციფრულ ფორმატში აღდგენილი ფილმის – „ნატვრის ხე“ პრეზენტაციას დაესწრნენ.