„ტერორისტული დარტყმის ობიექტი ჯერ თურქეთი, მერე შუა აზია და კავკასია იქნება“

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიტიკური ისლამის დასავლეთთან დაპირისპირებას თურქეთზე, მერე შუა აზიაზე და კავკასიაზე დარტყმა მოყვება.
პოლიტიკური ისლამის მესვეურებმა დასავლეთის წინააღმდეგ ერთგვარი ლაშქრობა წამოიწყეს. ამან შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ძალიან სერიოზული კონფლიქტის სახე მიიღოს, თუმცა ეს კონფლიქტი ამ წუთშიც წინა აზიაში მიმდინარეობს. მას სამი ქვეყნის ტერიტორია მოიცვა. ესენია: ავღანეთი, ერაყი და სირია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას აწყობს, რაც შეიძლება მეტი სისხლი დაიღვაროს ამ რეგიონებში, ლოკალიზებული იყოს კონფლიქტი და იომონ, რამდენი ხანიც უნდათ. მაგრამ ეს ასე არ დამთავრდება. როგორც არაბულმა გაზაფხულმა ვერ გაამართლა, ისე არ გაამართლებს დასავლეთის მხრიდან ამის ლოკალიზაციის სურვილი. ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი ჩარჩოდან გამოვა და ერთ -ერთი პირველი დარტყმის ობიექტი ჯერ თურქეთი, მერე შუა აზია და კავკასია იქნება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები