საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქველმოქმედო აქციას იმერეთში განაგრძობს (ვიდეო)

  შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას განაგრძობენ. იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი და მისი თანამშრომლები ქუთაისში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს, ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა თამაზ მინდიაშვილის ხუთშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, მაცივარი, ლეპტოპი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ესტუმრნენ მამუკა ცომაიას ოთხშვილიან ოჯახს და გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ასევე მოინახულეს ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები 90 მოხუცი და მათ პლაზმური ტელევიზორი, ხორცსაკეპი მანქანა და ტკბილეული მიუტანეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ქვეყნის მასშატაბით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულების დასახმარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები