სადღობელაშვილი უჩა ნანუაშვილს : თქვენ იცავთ ერთი ჯგუფის უფლებებს და მეორესას უგულებელყოფთ

  „თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მოუწოდა მასზედ კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და ერთი ჯგუფის დაცვით არ უგულებელყოს მეორე ჯგუფის უფლებები.
სადღობელაშვილის თქმით, ნანუაშვილმა დაგმო ის ფაქტი რომ „თავისუფალი თაობა“ „იდენტობის“ ოფისთან აქციის გამართვას გეგმავდა და არ დაიცვა მეორე ჯგუფის უფლებები რომლებიც ირაკლი ვაჭარაძის მხრიდან პატრიარქის ეპისტოლის დამახინჯებით შეურაცჰყოფილი დარჩა.
„ მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილს , რომელმაც გუშინ დაგმო ჩვენი დაანონსებული აქცია რომლითაც ბოდიშის მოხდას ვითხოვთ „იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძისგანაც რომელმაც პატრიაქის ეპისტოლე დაამახინჯა და ეკლესია შეურაცჰყო. ნანუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა რომ აღეკვეთა ჩვენს მიერ ორგანიზებული აქცია. თქვენი განცხადებები ბატონო უჩა არის თამაში ერთ კარში. თქვენ იცავთ ერთი ჯგუფის უფლებებს და უგულებელყოფთ მეორე ჯგუფისას. ჩვენი უფლებები დაირღვა და ჩვენი რელიგიური მრწამსი შეურაცჰყო ერთმა ჯგუფმა. კონსტიტუციის მე-19 მუხლი პირდაპირ გავალებთ რომ დაიცვათ არამარტო მათი, არამედ ჩვენი უფლებებიც. მოგიწოდებთ , ნუ იქნებით ერთ კარში მოთამაშე პიროვნება გამორიცხული არ არის თქვენ შემოგიტრიალდეთ სამომავლოთ მოსახლეობიდან ის აგრესია რომელიც ვაჭარაძის მიერ ეპისტოლეს შეურაცჰყოფის შედეგად გაჩნდა“- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა .
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალმა თაობამ“ დღეს იდენტობის ოფისთან დაანონსებული აქცია საპატრიარქოს მოწოდების გამო გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები