ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა.
“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთს და ფრანგ ხალხს. შოკირებული ვართ, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ეს საშინელება, არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება”, – განაცხადა პრემიერმა დღეს, რიგაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები