იუსტიციის სამინისტრო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე დღეს, 9 იანვარს, საფრანგეთის საელჩოს ესტუმრნენ და ფრანგ ხალხს პარიზში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ჩანაწერი სამძიმრის წიგნში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელითაც გააკეთეს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები