„მოსკოვში არასწორად გაიგეს ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა“

  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სამწუხაროდ, “ტრადიციად” იქცა, რომ რუს კოლეგასთან – გრიგორი კარასინთან ყოველი შეხვედრის წინ რუსეთის მხარე მავრთულხლართების გაბმას აახლებს. აბაშიძის თქმით, ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების გაბმის განახლება რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩიხიდან გამოსვლის მცდელობას ხელს არ უწყობს. მისვე თქმით, სამწუხაროა, რომ მოსკოვში არასწორად გაიგეს საქართველოს ხელისფლების კონსტრუქციული მიდგომა.
“ჩვენ არ გვქონდა და არც გვაქვს ილუზია, რომ რუსეთთან დაწყებული ორმხრივი დიალოგი მარტივი პროცესი იქნებოდა. ამას ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს. არც სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობის გამო გამოვთქვამთ სინანულს, რადგან ამ სწორმა გადაწყვეტილებამ მიზანს მიაღწია და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჩვენი კეთილი ნება საერთაშორისო თანამეგობრობას. ამგვარად აღიქვამენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც რუსეთთან რთული დიალოგის გაგრძელებას დაბეჯითებით გვირჩევენ “,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები