მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორან “ნორმან ატლანტიკზე“ ხანძრის დროს დაღუპული მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურების გაჭიანურებას იტალიური კანონმდებლობა იწვევს.
იტალიაში საქართველოს ელჩის განცხადებით, ის ორშაბათს ქალაქ ბარის პროკურორს შეხვდება და მამა ილია კარტოზიას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურების დაჩქარებას შეეცდება. მამა ილიას ცხედარი ამ დრომდე ქალაქ ბარის პროზექტურაშია.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ილია კარტოზია ბორან “ნორმან ატლანტიკზე“ ევაკუაციისას დაიღუპა. საბერძნეთიდან იტალიის მიმართულებით მოძრავ ბორანს ცეცხლი ღია ზღვაში გაუჩნდა. „ნორმან ატლანტიკზე“ 500-მდე მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – საქართველოს 8 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები