საფრანგეთში მყოფ ქართველებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საფრანგეთში მყოფ ქართველებს საქართველოს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 იანვარს განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, საფრანგეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო ვითარება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული.
ე.წ. საფრთხის შემცველ ზონებში მობილიზებულია პოლიცია და შეიარაღებული ძალები. საფრანგეთში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომების შემოღების, ან განსაკუთრებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები