„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს და პროპორციულზე გადავიდეთ“

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესაძლო გაუქმების საკითხს, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე გამოეხმაურა.
ხმალაძის განმარტებით, აუცილებელია მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.
„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი საარჩევნო სისტემა. პოლიტიკური განწყობების სწორ ასახვას მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა იძლევა. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურ გუნდს პროპორციულში ჰქონიათ 40%- ზე ნაკლები ხმა, ზოგჯერ 30%- იც, მაგრამ მაჟორიტარების ხარჯზე მათ პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდათ. მაჟორიტარულ ოლქებში მანდატების 90% მიჰქონდა იმ ძალას, რომელიც იყო ხელისუფლების სათავეში. მე მიმაჩნია, რომ საჭიროა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უარის სათქმელად საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო“,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები