გიორგი ალიბეგაშვილმა სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.
“ვულოცავ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს და თითოეულ ოჯახს კეთილდღეობას ვუსურვებ.
ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ ვქმნიდით საკუთარ ისტორიას და მჯერა, რომ თანაცხოვრებას კვლავაც ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით განვაგრძობთ“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები