გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ
გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 24 -საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მოქალაქეებს და ჩამოსულ სტუმრებს გუდაურის შიდა გზებზე პრობლემა არ შეექმნათ.
როგორც „კვირას“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, კომპანიის მიერ მობილიზებული სპეცტექნიკით (თოვლკვლევით) ინტენსიურად იწმინდება დათოვლილი მონაკვეთები. „ამ წუთებში ჩართულია პირველი საბაგირო და ვიზიტორები სრიალებენ. დანარჩენი საბაგიროები გამორთულია ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო. სასტუმროები დატვირთულია და მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში“, – აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.