გიორგი ვოლსკი – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს
ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს მუშაობას “საზოგადოება 2030”-ში და ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“თემები, რაზეც საზოგადოებრივი ორგანიზაცია “2030“ მუშაობს, საქართველოს განვითარებისთვის საკმაოდ ყურადსაღები და თვალსაჩინოა. ის სექტორი, რაშიც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქმიანობას, საკმაოდ მნიშვნელოვანია და დამატებით პოლიტიკური ფუნქციის შეძენის არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. არსებობს საკმაოდ ამბიციური, საკმაოდ გამჭვირვალე გეგმა მედიისთვის კარგად ნაცნობ თემებზე, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი პოლიტიკური ფუნქციის შეძენას ბიძინა ივანიშვილისთვის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.