IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მისია გადაიბარა

IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. გადაბარების საზეიმო ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა “მარმალზე” გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისიის გადაბარების ცერემონიალს ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლობა დაესწრო.
საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ სამშვიდობო მისია ოფიციალურად გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაურისგან გადაიბარა.
ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს.
გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც “გადამწყვეტი მხარდაჭერის” ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები