თანამდებობის პირთა საქმეები შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა აღარ განიხილონ
მთავრობამ ახალი ინიციატივა მოამზადა, რომლის მიხედვით თანამდებობის პირთა საქმეები შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა აღარ განიხილონ. ინიციატივას, პარლამენტი, სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით განიხილავს.
“ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგია. პარტიაში მიაჩნიათ, რომ მთავრობა ცვლილებებს პოლიტიკურ ციკლს და სიტუაციას არგებს.
ოპოზიციის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ არცერთ დაკავებულ მაღალჩინოსანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი არ უსარგებლია.
“ყველამ უარი განაცხადა, ესეც მემგონი არის პასუხი მათ ნებისმიერ არგუმენტზე. ბევრი მოწინაღმდეგე ჰყავდა ამ სისტემას და კიდევ უფრო მეტი აღმოაჩნდა დღეს, როცა ვნახეთ რამდენად ბევრ სირთულეს წააწყდა სისტემის ამოქმედების დროს მთლიანად სასამართლო ხელისუფლება”, – განაცხადა ბესელიამ.