გიორგი მღებრიშვილი: “უდოს” გაუქმებით მსჯავრდებულებს პრობლემა არ შეექმნებათ

 

  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ე.წ. უდოს კომისიის შესაძლო გაუქმებას გამოეხმაურა. მინისტრი მიიჩნევს, რომ “მუდმივმოქმედი კომისია” აბსოლუტურად ზედმეტი რგოლი იყო” და მისი გაუქმებით მსჯავრდებულებს პრობლემა არ შეექმნებათ.
“აქ ჩვენ საქმე გვაქვს მუდმივმოქმედ კომისიასთან, რომელსაც ვაუქმებთ, რომელიც ჩემი აზრით და როგორც ანალიზმაც ცხადჰყო, აბსოლუტურად ზედმეტი რგოლი იყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამის გაუქმებით მსჯავრდებულებს ჩვენ არ ვუზღუდავთ გასაჩივრების საფუძველს, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაასაჩივრონ ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება სასამართლოში, ასე რომ, მე ყველას ვურჩევდი, უფრო დეტალურად გაეცნონ კანონპროექტს”, – განაცხადა მღებრიშვილმა “იმედის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით ე.წ. უდოს კომისიის გაუქმება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები