საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა



  15-17 იანვარს საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ იანოშ ჰერმანთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 15-17 იანვარს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ვიზიტის პროგრამის დეტალებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წარმატებით და ნაყოფიერად განხორცილების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები