მინდია ჯანელიძემ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. გერმანულ ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ თავდაცვის მინისტრს ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინდია ჯანელიძე ქართული ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო. მინისტრმა სამხედროებს ახალი წელიც მიულოცა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის წარმომადგენლობასთან გამართა შეხვედრა. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მისიას უკვე რამოდენიმე კვირაა გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები