კახა კალაძე: მთავრობასა და კოალიციაში არანაირი კრიზისი არ არსებობს

 

   თუ ბატონი ბიძინა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაუბრუნდეს პოლიტიკას, ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ძალიან მისასალმებელი იქნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომოანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
“მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი ბიძინა. თუ ის დაბრუნდება პოლიტიკაში, ჩვენ ამ ფაქტს მივესალმებით. ამას, ასე რომ ვთქვათ, მოსახლეობა ძალიან დადებითად მიიღებს. თქვენ თუ მოგეცემათ საშუალება, შეგიძლიათ, თავად ჰკითხოთ ამის შესახებ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახი კალაძემ აღნიშნა, რომ მთავრობაში და კოალიციაში არანაირი კრიზისი არ არსებობს.
ვიცე-პრემიერმა 27 დეკემბერს რესტორან “ბაგრატიონში” ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს იყო უმრავლესობის შეხვედრა.
“მივესალმები თუ ხშირად იქნება ასეთი შეხვედრები. თავს შევიკავებ გუნდის შიგნით გაკეთებული განცხადებების ან საუბრის გარეთ გამოტანისგან. არ იქნება ლამაზი. ეს იყო წინასაახალწლო შეხვედრა, ერთმანეთს მივულოცეთ დამდეგი შობა-ახალი წელი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები