გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება, რომლებიც პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობენ. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
არასამთავრობოების მხრიდან წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის კავშირის GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეკა ცისკარიშვილი, სარეაბილიტაციო ცენტრი “კამარას” თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე და საია-ს აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამიძე ესწრებიან.
პროექტის მიზანია შეწყალებულ მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში შეწყალებული მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები