„გრიგოლაშვილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ დაღუპულა. ის „ნაციონალების“ ლიკვიდაციის გეგმამ იმსხვერპლა“

სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სკანდალური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინაში გარდაცვლილი სამხედრო პირი გრიგოლაშვილი საბრძოლო მოქმედებებში არ გარდაცვლილა. წითელაშვილის განცხადებით, გრიგოლაშვილი „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული ლიკვიდაციის გეგმის მიხედვით დაიღუპა.
„სააკაშვილმა თავისი კრიმინალებისგან – თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლებისგან, უკრაინაში ჯგუფის მობილიზაცია მოახერხა და პროვოკაციულ ქმედებებში ჩართო, თუმცა იქ საბრძოლველად დამოუკიდებლად წავიდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს თავდაცვიდან გაგდებული კაპრალი გრიგოლაშვილი. გრიგოლაშვილი 2008 წელს აგვისტოს ომშიც იბრძოდა, თუმცა ამავე წლის დეკემბერში ის თავდაცვიდან გააგდეს. „ნაციონალებს“ აქვთ გეგმა, რომლითაც ქვეყანაში მასობრივი არეულობის ტალღის აგორებას ცდილობენ. გრიგოლაშვილი არათუ საბრძოლო მოქმედებებში, არამედ ბარამიძის მიერ ორგანიზებული ლიკვიდაციის გეგმით დაიღუპა. ეს მათ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სჭირდებოდათ. გაიხსენეთ მერაბიშვილის სიტყვები: „გვჭირდება 2 გვამი“. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ეს. გრიგოლაშვილი „ნაციონალების“ ლიკვიდაციის გეგმის მსხვერპლი გახდა“,- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
წითელაშვილის განცხადებით, ქართველები უკრაინაში დაქირავებული მებრძოლები არიან, ანაზღაურებას კი მათ პოროშენკოს ხელისუფლება უხდის. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები