გია ხუხაშვილი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბრობს
სამთავრობო კრიზისი შეიძლება იმდენად სერიოზულად განვითარდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწიოს თავისი სიტყვის შესრულება და პოლიტიკაში დაბრუნება, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ექსპერტის თქმით, სამთავრობო კრიზისი გარდაუვალია, ხოლო ივანიშვილის გარეშე კოალიცია არაფერს არ წარმოადგენს.
„სამთავრობო კრიზისი არის ყველაზე დაბალი დონის კრიზისი, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში განვითარდეს და ვფიქრობ, ის გარდაუვალია. დადგება მთავრობის ნდობის საკითხი. თუ მეტ-ნაკლებად სოციალური რისკები შერბილდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ივანიშვილს დარჩეს კომფორტი, რომ ის არ დაბრუნდეს პოლიტიკაში. თუმცა მე უფრო ნეგატიურ პროგნოზს გავაკეთებდი. კრიზისი შეიძლება იმდენად სერიოზულად განვითარდეს, რომ მას მოუწიოს შესრულება თავისი სიტყვის – თუ საჭირო გახდა, მე პოლიტიკაში დავბრუნდები. მის გარეშე კოალიცია ფაქტობრივად არაფერს არ წარმოადგენს“, – ამბობს ხუხაშვილი.