კოტე კუბლაშვილი: მაქვს გარკვეული შემოთავაზებები უცხოეთიდან
შორს ნამდვილად არ მივდივარ, მაქვს გარკვეული შემოთავაზებები უცხოეთიდანაც, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომერემ, კოტე კუბლაშვილმა 10-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მუშაობას სასამართლოს სფეროსთან ახლოს გააგრძელებს.
“შორს ნამდვილად არ მივდივარ, მაქვს გარკვეული შემოთავაზებები უცხოეთიდანაც. ადგილობრივ აკადემიურ წრეებშიც შემიძლია, რომ გარკვეული ადგილი ვნახო. ასე, რომ აქედან შორს არ ვიქნები და თქვენ შეგეძლებათ, რომ მუდმივად გქონდეთ ჩემთან კონტაქტი”, – მიმართა ჟურნალისტებს კუბლაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებითა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს 10 – წლიანი ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება.