“თავისუფალი დემოკრატები” წარმატებას კოალიცია “ქართული ოცნების” გარეშეც მიაღწევს“

“თავისუფალი დემოკრატები” წარმატებას კოალიცია “ქართული ოცნების” გარეშეც მიაღწევს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. ირაკლი ალასანია “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
მისივე თქმით, არ ნანობს, რომ იყო “ქართული ოცნების” წევრი.
“არ ვნანობ, როდესაც “ქართული ოცნების” წევრი ვიყავი, არ ვნანობ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი. ეს იყო სწორი იმ ისტორიულ მოცემულობაში და ბევრი საქმე გაკეთდა, რასაც რეალური შედეგი მოჰყვა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები