საპარლამენტო უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძისგან “ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„ყველანაირი ურთიერთობა, ყველანაირი დებატები შეუძლებელი იქნება, თუ არ გამოვა და ბოდიშს არ მოიხდის არა მხოლოდ კაკო ბობოხიძე, არამედ მთლიანად უმცირესობის სახელით არ იქნება ბოდიში მოხდილი. ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია”, – აცხადებს დავით საგანელიძე.
პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირება საერთაშორისო ორგანიზაციებში კვოტების გადანაწილების საკითხს მოჰყვა.
ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატები აღაშფოთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები