უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით საყვარელიძე და გიზო უგულავა განიხილებიან

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები განიხილებიან. საუბარია საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილეების – დავიდ საყვარელიძისა და გიზო უგულავას კანდიდატურებზე.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომისიამ ორივე ქართველზე მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
როგორც უკრაინულ მედიას პეტრე პოროშენკოს ბლოკში განუცხადეს, ერთ-ერთი ქართველის დანიშვნა სავსებით შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ დავით საყვარელიძე ასევე უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე განიხილება. კორუფციასთან მთავარი მებრძოლის თანამდებობაზე პრეტენდენტებს შორის ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რჩება.
საკონკურსო კომისიის წევრის, იოსებ ზისელსის თქმით, პრეტენდენტების სიაში 10 კანდიდატურის არსებობაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები