სააკაშვილი მზადაა, უკრაინას კორუფციის დამარცხებაში დაეხმაროს: ახლა თქვენთან შეუძლებელია, არ მოიპარო

 

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, უკრაინულ მთავრობას ანტიკორუფციული კანონების მომზადებაში და ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს შექმნაში დაეხმაროს.
„მინდა ვთქვა უკრაინაზე – თქვენ „შავი ხვრელების“ უზარმაზარი მოცულობა, საბინაო-კომუნალური მეურნეობა, საწარმოები გაქვთ. ეს პირდაპირი მოწვევაა, რომ იქურდო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ახლა ისეთი სისტემაა, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, არ მოიპარო. ამიტომ ეს სისტემა უნდა დაიმსხვრეს. ამის ერთადერთი მეთოდია, რომ ადამიანები სისტემიდან გადაიცვალოს მათზე, ვისაც ამ სისტემასთან საერთო არაფერი აქვს.
სააგენტო „ცენზორის“ კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა სააკაშვილი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობას, მან უპასუხა:
„პირველ რიგში, აქ ჩვენი – ქართველების დიდი ჯგუფია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და უკრაინის მთავრობასთან მუშაობს. და ისინი ეხმარებიან ანტიკორუფციული პაკეტის შექმნაში… პრეზიდენტმა პოროშენკომ და მთავრობამ უცხოელი სპეციალისტების მოწვევის გამბედაობა საკუთარ თავზე აიღეს და ეს დასაფასებელია… მეორე, მე პირადად მზად ვარ, ამ ჯგუფთან ერთად ვიმუშაო, რომ ეს სამსახური შევქმნათ და, საერთოდ, სისტემის რეფორმა ჩავატაროთ. ვინ უნდა უხელმძღვანელოს ამ სამსახურს? არ მგონია, რომ ვინმე ჩემს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს. თუმცა ვფიქრობ იმაზე, რომ დავეხმარო მათ ამ სისტემის შექმნაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები