არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ჩემ კოლეგას, რომ ეს წამოეწყო“

არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ჩემ კოლეგას, რომ ეს წამოეწყო, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტარებს ჩხუბის დასრულების შემდეგ.
“დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი და გადაწყვეტილებები მისაღები. არ ვიცი, რას ემსახურებოდა და რა მოტივი ჰქონდა, ჩვენ კოლეგას ამის წამოწყების, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – დღეს თუ ვერ შევძელით გადაწყვეტილებების მიღება იმაზე, რაზეც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ჩავთვალოთ რომ ვიღაცის მიზანი მიღწეულია. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, დავბრუნდეთ სამუშაო ვითარებაში და განვაგრძოთ სხდომა. ყველაფერ დანარჩენზე, ცალ-ცალკე, სათანადო ადგილზე და სათანადო დროს ვისაუბროთ”,-განაცხადა უსუფაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის აკაკი ბობოხიძის გამოსვლა გახდა. ვითარების განმუხტვას მანდატურები უშედეგოდ ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები