ომბუდსმენი ჩამორთმეული ქონების თაობაზე პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა საკუთრების უფლების თაობაზე რეკომენდაცია ჯერ კიდე ორი წლის წინ მოამზადა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საპარლამენტო ანგარიშში სპეციალური რეკომენდაცია მოვამზადეთ იმისათვის, რომ მსგავსი ჯგუფი, კომისია ჩამოყალიბებულიყო პროკურატურაში, რომელიც შეისწავლიდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა განცხადებას, რომელიც მოქალაქეების მხრიდან იყო შეტანილი პროკურატურაში. თუკი ასეთი ჯგუფი ჩამოყალიბდება, კარგი იქნება“, – განაცხადა ნანუაშვილამა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თებერვლამდე ხელისუფლება საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს, თუ როგორ აღდგება სამართლიანობა იმ პირების მიმართ, რომლებზეც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩამორთმეული ქონების თაობაზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა.