ლევან ბერძენიშვილი: რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი შეხვედრა მისაღებია

ჩვენი მთავარი ამოცანა დეოკუპაციაა, და რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი შეხვედრა მისაღებია, თუ გადაიდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა კარგი მომზადების შემთხვევაში პუტინთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.
ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული მხარის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება.
“ჩვენი მთავარი ამოცანა დეოკუპაციაა, და რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი შეხვედრა მისაღებია, თუ გადაიდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით. წინასწარი პირობების გარეშე შეხვედრა შეიძლება, მაგრამ ის უნდა იყოს მომზადებული. მომზადებული ნიშნავს იმას, რომ წინასწარ იყოს ცნობილი ის შედეგები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამგვარ შეხვედრას. ამ წუთას ეს შეხვედრა ნამდვილად არ არის მომზადებული, როდესაც რუსეთი ამბობს, საქართველო უნდა შეეგუოს, რომ ტერიტორიები აქვს დაკარგული”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები