პრემიერი ნოდარ ხადურს მიმართავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის იქნება პირველი, ვინც წინ აღუდგება ბიზნესის დაზარალებას.
პრემიერის თქმით, განხორციელებული პროგრამები მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობისთვის შეიქმნა. ამასთან, ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა და ლუდის მწარმოებლებთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
„ის პროგრამები, რაც განვახორციელეთ, არის მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობისთვის შექმნილი. პირველად გავიგე თქვენგან, რომ რაღაც გავაკეთეთ, რამაც ბიზნესი დააზარალა. მე ვიქნები პირველი, ვინც წინ აღუდგება ამას. საქმის კურსში ვარ ლუდზე აქციზის ფასის გაზრდის თაობაზე. შეიძლება, მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. ვიცი ფინანსთა მინისტრისგან, რომ ჰქონდა შეხვედრები ლუდის მწარმოებლებთან და მიაღწიეს შეთანხმებას. თუ ასე არ არის, ვთხოვთ, ბატონ მინისტრს, რომ გააკეთოს კომენტარი და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ლუდის მწარმოებლებთან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები