პრეზიდენტმა პარლამენტს ავღანეთში, ნატოს ახალ მისიაში ქართული კონტინგენტის გაგზავნაზე თანხმობის მიღების მიზნით მიმართა

პრეზიდენტმა პარლამენტს ავღანეთში, ნატოს ახალ მისიაში ქართული კონტინგენტის გაგზავნაზე თანხმობის მიღების მიზნით მიმართა. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, აშშ-ს კონტინგენტის დაქვემდებარებაში – საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ბატალიონი, გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში – ერთი ქვეითი ასეული, ხოლო თურქეთის დაქვემდებარებაში ორი სამხედრო მოსამსახურე იქნება.
მისია 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. საკითხს პარლამენტს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი აცნობს, რომლის განმარტებითაც, მისია არასაბრძოლოა და ავღანეთის სამხედრო ძალებისთვის გამოცდილების გაზიარებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. იმარლიშვილის თქმით, მისიაში მონაწილეობას ნატოს წევრი 26 ქვეყანა და 14 პარტნიორი ქვეყანა მიიღებს, რომელთაგან საქართველო არაწევრ ქვეყნებს შორის ისევ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები