პრემიერი: მაქვს განცდა, რომ მეტის გაკეთების საშუალება მქონდა და რაღაც ვერ გავაკეთე

მაქვს განცდა, რომ მეტის გაკეთების საშუალება მქონდა და რაღაც ვერ გავაკეთე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო მთავრობამ ბევრი რამ ვერ მოასწრო.
“ძალიან ბევრი რამ ვერ მოვასწარით, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. მე ძალიან განვიცდი ჩვენი მოქალაქეების ყოფას, მათ მდგომარეობას. სწორედ ეს ვერ მოვასწარით და ასეთი განცდა მექნება მანამ, სანამ ჩვენს მოქალაქეებს არ მოვუგვარებთ იმ მთავარ პრობლემებს, რომელშიც ახლა ისინი იმყოფებიან. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში რთული ვითარებაა. ერთ და ორ დღეში ამის მოგვარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მე პირადად მაქვს განცდა, რომ მეტის გაკეთების საშუალება მქონდა და რაღაც ვერ გავაკეთე. თუ რაღაც ვერ გავაკეთე, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ეფექტიანობა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის კუთხით, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო. ამაში აუცილებელია ყველას კონსოლიდაცია, რადგან ესაა საერთო პრობლემები და სატკივარი. ის, რომ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი იმყოფება რთულ ვითარებაშ, ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და არა მხოლოდ ჩემი, მთავრობის მეთაურის, მინისტრების, ან პარლამენტარების”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები