პრემიერი: ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღურება

garibashvili4

განათლების სფეროში ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემერის თქმით, დაგეგმილია მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 70 პროცენტით, ეტაპობრივად გაზრდა.
„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში ორი წლის წინ, მაშინ გავზარდეთ ხელფასები. თუმცა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს საკმარისი არ არის და მათი ხელფასი კიდევ უნდა გაიზარდოს. ამიტომ, მომავალ წელს და იმის შემდეგომ წელსაც, დაგეგმილია მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 70 პროცენტით, ეტაპობრივად გაზრდა.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. იცით, რომ პროფესიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან თუ არ განვითარდა თანამედროვე მუშახელი, სპეციალისტები, ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენ კონკურენცია გავუწიოთ თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სტრატეგია 2020 წლამდე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის მისაღწევად საქართველო თანამშრომლობს გერმანიასთან, სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ამ მიმართულებით უნიკალური გამოცდილება აქვთ.
“განათლების სისტემის განვითარება არ არის ერთი და ორი წლის საქმე. ამიტომ, ჩვენ ახლავე ვამზადებთ მყარ საფუძველს, რათა სულ რამდენიმე წელიწადში გვყავდეს თანამედროვე, ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები