ირაკლი ღარიბაშვილი პუტინთან შეხვედრის შესახებ საუბრობს

პუტინთან შეხვედრის მზაობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სჭირდება ძალიან კარგი დაგეგმვა და მომზადება.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს. ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, როდის და რა ფორმატით გაიმართება . ჩვენ მზაობა გვაქვს, ვფიქრობ, უნდა შედგეს ასეთი შეხვედრა, მაგრამ ძალიან კარგი მომზადება სჭირდება, რომ იყოს შედეგიანი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები